რაც დრო გადის, სულ უფრო ცუდად გრძნობთ თავს და გგონიათ, რომ დაბერდით, ყოველ წუთში სარკეში იყურებით და ნაოჭებს ითვლით? – სულაც არ არის ასე.
ქალი იმდენი წლის არის, რამდენადაც თვითონ გრძნობს თავს. თუ ქალს ჰგონია, რომ ასაკიანია, ეს იმას ნიშნავს, რომ თავად დაიბერა თავი.
როცა ქალი თავს არ უვლის და ყოველი ნაკვთის უკმაყოფილოა, მაშინ ის არც მამაკაცებს მოსწონთ და მით უმეტეს მეუღლეს…
რა ჰმატებს ასაკს ყველაზე მეტად ქალს? – გაახალგაზრდავების უზომოდ დიდი სურვილი და ამის
ფონზე სამოსისა და მაკიაჟის თუ სხვა დეტალების არასწორად შერჩევა.
მაშ ასე, დროზე ადრე რომ არ დაიბეროთ თავი, დაიმახსოვრეთ:
1. ყურადღება მიაქციეთ სამოსს. აუცილებლად მოდურად უნდა გეცვათ, თუმცა ამავე დროს ელეგანტურად. არ არის საჭირო ახალგაზრდების მიბაძვა და მათ მსგავსად ჩაცმა. რაც უფრო გამომწვევად ჩაიცვამთ, მით უფრო სასაცილო სიტუაციაში აღმოჩნდებით.
2. კლასიკური ფეხსაცმელი 2-დან 6 სმ-მდე ქუსლით ზუსტად თქვენთვისაა. ეცადეთ, ის რაც შეიძლება მოხერხებული იყოს.
3. არ წაისვათ მკვეთრი ლაქი არც ხელის და არც ფეხის ფრჩხილებზე.
4. მაკიაჟი სახის ფორმის მიხედვით შეარჩიეთ. ჰარმონიული, სადა მაკიაჟი თქვენ უფრო ელეგანტურსა და მიმზიდველს გაგხდით.
5. დაივიწყეთ ექსპერიმენტები და ისეთ ვარცხნილობაზე შეაჩერეთ არჩევანი, რომელიც თქვენს ქალურობას გაუსვამს ხაზს. ფერი ბუნებრივი შეარჩიეთ, იასამნისფერი, წითელი და ასე შემდეგ სათვალავიდან ამოაგდეთ. სიგრძეს რაც შეეხება – აქცენტი საშუალოზე გააკეთეთ, არც ძალიან დაიგრძელოთ და არც მოკლედ შეიჭრათ. დაიცავით ოქროს შუალედი.
6. ხშირად ქალების უმტესობას ასაკში მსხვერპლის როლის თამაში უყვარს, როგორც შვილებთან, ასევე ქმართანაც. გარშემომყოფთა რეაქცია კი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად ასრულებს ამ როლს”მსხვერპლი”. ეს მხოლოდ ცუდია თქვენთვის. შეეცადეთ ძლიერი იყოთ როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე იმ ხალხისთვის, რომლებიც ყველაზე ძალიან გიყვართ. არ იწუწუნოთ! ის, რომ თქვენ ცოცხალი ხართ, უკვე დიდი საჩუქარია, ჰოდა, დატკბით ცხოვრებით.
7. ნაოჭები ყელზე, ლოყებსა და შუბლზე, ტუჩის ჩამოწეული კუთხეები….. – ეს ყველაფერი სიბერის ნიშნებია და თქვენც ნერვებს გიშლით? და მაინც, არ გირჩევთ ქირურგიულ ჩარევას, სჯობს ბუნებრივ მეთოდებს მიმართოთ, მასაჟებით, ვარჯიშებითა და კოსმეტიკური საშუალებებით შედეგს აუცილებლად მიაღწევთ. აუცილებელია სატრენაჟორო დარბაზში სიარული.
8. არაფერი ისე არ აახალგაზრდავებს ქალს, როგორც სიყვარული. ქალმა უნდა იგრძნოს, რომ უყვარს და უყვართ. ამ შემთხვევაში, მარად ახალგაზრდა იქნება.
9. ჭარბი წონა ორმაგად ჰმატებს ასაკს. ამიტომ სულ უნდა აკონტროლოთ ის. დილაობით ივარჯიშეთ, რაც შეიძლება მეტი ენერგია დახარჯეთ, ნაკლებად ცხიმიანი საკვები მიირთვით…
10. თქვენი წარუმატებლობა არავითარ შემთხვევაში ასაკს არ დააბრალოთ. თუ რამდენიმე სამსახურში დაგიწუნეს, ბრძოლა გააგრძელეთ, საკუთარი თავის რწმენა გქონდეთ და მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. თუ საშუალება გაქვთ, საკუთარი ბიზნესი წამოიწყეთ, გვიანი არასდროს არ არის. შეგიძლიათ ამ ასაკში პროფესიული თვალსაზრისით მეორე ცხოვრება თავისუფლად დაიწყოთ.
11. აუცილებლად იყავით ის, რაც ხართ. დაინტერესდით ცხოვრებით და ისიც დაინტერესდება თქვენით. გიყვარდეთ ყველა და ყველაფერი და თქვენ ძალიან ბედნიერი იქნებით. გაიღიმეთ, იყავით აქტიურები და დატკბით ცხოვრებით!
შორენა თარაშვილი
ჟურნალი ”და ქალი”
შემოგვიერთდით სადისკუსიო ჯგუფში 🇬🇪
NLSTORE.GE ყველაზე უსაფრთხო, ეფექტური და გემრიელი დიეტა! 💯
🍹 5 - 7კგ დაკლება (15 დღიანი კურსი) 🍹 9 - 11კგ დაკლება (30 დღიანი კურსი)
🍹 12-16კგ სლიმით (30 დღიანი კურსი) 🍹 18-23კგ დაკლება (45 დღიანი კურსი)