ზედმეტი წონა ჩვენი დროის უდიდესი ტრაგედიაა. მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 32% სულ მცირე ერთი კვირით იცავდა დიეტას. იმისთვის, რომ დაიკლოთ წონაში, გჭირდებათ ამოიღოთ ზედმეტი ცომეული საღამოს რაციონიდან, დაკავდეთ სპორტითა და ჭამოთ ნაკლები.
ბრიტანელი ფსიქოლოგი რიჩარდ უაიზმანის კვლევებიდან გამომდინარე, ადამიანი ძღება მენტალურად. მაგალითად, არასდროს შეგიმჩნევიათ, რომ სწორედ ბოლო ყლუპით / კოვზით ძღებით, სწორედ ბოლო ნაფაზია ყველაზე სასიამოვნო?
უაიზმანმა ჩაატარა კვლევა – მონაწილე ჭამდა სუპს პატარა ჯამიდან, რომელიც პატარა მილით დაკავშირებული იყო სუპის დიდ ქავბათან. წუთში ქვაბიდან ჯამში შეედინებოდა დაახლოებით 180 მლ. სუპი. მონაწილემ არ იცოდა ამის შესახებ და აგრძელებდა ჭამას. მან ჭამა დაასრულა 7 წუთში, ჯამში მან შეჭამა 1250 მლ. სუპი, რაც მის ჩვეულ დოზას სამჯერ აღემატებოდა.
ჩვენ გთავაზობთ 5 ჩვევას, რომელიც დაგეხმარებათ ჭამოთ ნაკლები:
1. მიირთვით პატარა ჭურჭლიდან. ამ ორივე თეფშში ერთი და იმავე რაოდენობის საკვებია, თუმცა, თუ ჭამთ პატარა თეფშიდან, ქვეცნობიერად გექმნებათ იმის განცდა, რომ ჭამთ ნაკლებს.
2. თუ ხართ მემარჯვენე – მიირთვით მარცხენა ხელით, თუ ცაცია – პირიქით. ეს საკვების მიღების რაოდენობას 20% – ით ამცირებს.
3. დალიეთ მაღალი ჭიქებიდან. ეს შეიძლება ძალიან უცნარი გეგონოთ, იმიტომ რომ ფიქრობთ, დაბალ ჭიქაში ნაკლები სითხე ეტევა. არაფერიც! დაბალი და განიერ ჭიქა უფრო მეტ სითხეს იტევს, ვიდრე მაღალი! (არ ეხება წყალს მიიღეთ რაც შეიძლება მეტი 2 – 3 ლიტრი დღეში)
4. მიირთვით ნელა. ღეჭეთ უფრო დიდხანს (ალბათ გაგიგიათ, რომ საკვები 40 – ჯერ უნდა დაღეჭოთ და არა 12 – ჯერ), შეანელე ტემპი.
5. გამორთეთ ტელევიზორი ჭამის დროს. განსაკუთრებით ვახშმისას თუ გამორთავთ ტელევიზორს, კომპიუტერს და ა.შ. თქვენ მიერ მიღებული საკვების რაოდენობა შემცირდება 50% – ით.
შემოგვიერთდით სადისკუსიო ჯგუფში 🇬🇪
NLSTORE.GE ყველაზე უსაფრთხო, ეფექტური და გემრიელი დიეტა! 💯
🍹 5 - 7კგ დაკლება (15 დღიანი კურსი) 🍹 9 - 11კგ დაკლება (30 დღიანი კურსი)
🍹 12-16კგ სლიმით (30 დღიანი კურსი) 🍹 18-23კგ დაკლება (45 დღიანი კურსი)