იმისათვის, რომ გავერკვეთ რა გვეჭმევა და არ გვეჭმევა კეტო დიეტაზე, გთავაზობთ 5 დღის მენიუს მაგალითისთვის. მთავარი რჩევა ამ შემთხვევაში იქნება ის, რომ ბოლო და პირველ ჭამას შორის შუალედი იყოს მაქსიმალურად დიდი. ყველაზე გავრცელებული სქემაა – პირველი ჭამა დილის 12:00 საათზე, ბოლო ჭამა 20:00ზე. ამ შემთხვევაში ბოლო ჭამასა და პირველ ჭამას შორის შუალედი იქნება 16 საათი, თუმცა რაც უფრო დიდია შუალედი, მით უკეთესი (აქტიური კლება იწყება 20 საათიანი შუალედიდან).

აქვე გაითვალისწინეთ, რომ მაქსიმალური ეფექტისთვის შეგიძლიათ შეავსოთ ჩვენი კითხვარი, დააადგინოთ თქვენი სხეულის მასა და მიიღოთ ჩვენს მიერ სპეციალურად თქვენთვის შექმნილი რაციონი.

საუზმისთვის განკუთვნილი კერძებისა და პროდუქტების მაგალითები:

  • ჩაი (შაქრის გარეშე)
  • ყავა (შაქრის გარეშე)
  • მოხარშული/შემწვარი კვერცხი
  • ყველი (გარდა მდნარი ყველის ნებისმიერი სახეობისა; შემადგენლობაში მიაქციეთ ყურადღება,
  • რომ არ შეიცავდეს შაქრებს და სახამებლებს!)
  • არაჟანი (შემადგენლობაში მიაქციეთ ყურადღება, რომ არ შეიცავდეს შაქრებს და სახამებლებს!)
  • ბეკონი
  • ომლეტი (კვერცხი, ბულგარული წიწაკა, ბეკონი ან სხვა ძეხვი, რომელიც არ შეიცავს
  • ნახშირწყებს
  • ყველი (გარდა მდნარი ყველის ნებისმიერი სახეობისა; შემადგენლობაში მიაქციეთ ყურადღება,
  • რომ არ შეიცავდეს შაქრებს და სახამებლებს!)
  • ავოკადო კეტო-სენდვიჩი: კეტო-პური, ბეკონი, ავოკადო და ყველი
  • ომლეტი სოკოთი და ყველით;

ძირითადი კერძებისა და პროდუქტების მაგალითები:

  • მოხარშული ქათმის ხორცი / ან ზეითუნის ზეთზე შემწვარი (შესაწველად გვადგება მხოლოდ ზეითუნის ზეთი / ერბო / ან კარაქი)
  • კიტრი-პომიდვრის სალათი (ზეითუნის ზეთით /ნებისმიერი სახის / და შეიძება ნიგოზითაც)
  • მოხარშული ან შემწვარი ძროხის ხორცი (შესაწველად გვადგება მხოლოდ ზეითუნის ზეთი ან ერბო ან კარაქი)
  • მოთუშული ყაბაყი (შესაწველად გვადგება მხოლოდ რაფინირებული ზეითუნის ზეთი ან ერბო ან კარაქი)
  • თინუსი ან სხვა თევზი (თევზი უნდა იყოს მაქსიმალურად ქონიანი)
  • ისპანახი
  • ქაშაყი შემწვარი ზეითუნის ზეთში (ფქვილის გარეშე – ხორბლის, სიმინდის, ბრინჯის და სხვა მაღალი ნახშირწყლების ფქვილს არ ვიყენებთ, ვიყენებთ ძირითადად ნუშისა და ქოქოსის ფქვილს)
  • ავოკადოს სალათი (ინგრედიენტები: ავოკადო, ზეითუნის ზეთი, კიტრი, პომიდორი, სალათის ფურცელი)
  • გამომცხვარი ან შემწვარი ხორცი ყველით და მწვანილით.
  • ნებისმიერი თევზი შემწვარი ზეითუნის ზეთში ბოსტნეულით (ბოსტნეულიდან ვიყენებთ, მხოლოდ კეტო-ბოსტნეულს)
  • მოცარელა
  • შემწვარი ღორის ხორცი (შეიძლება იყოს მწვადიც)
  • სალათა ზღვის პროდუქტებისგან (40-60 გრ კრევეტები, 40 გრ კალმარი, ზეითუნის ზეთი, კიტრი, ავოკადო, ყველი 20 გრ, 1 მოხარშული კვერცხი).
  • ხორცის სტეიკი კეტო-ბოსტნეულით (იხილეთ ჩვენი რეცეპტების ბლოგი)
  • თევზის ფილე შემწვარი

კეტო საკვებისა და პროდუქტების სხვა მაგალითები:

  • ნუში/ქართული თხილი/ნიგოზი
  • მარწყვი/ჟოლო
  • სმუზი თხილით, ნაღებით და ხაჭოთი (30-50 გრ თხილი, 100 მლ ნაღები, 50 გ ხაჭო).
  • კეტო იოგურტი (ჩვეულებრივი იოგურტების ჭამა კეტო დიეტის დროს არ შეიძლება).
  • კეტო-ორცხობილა (მარტივი ორცხობილის რეცეპტი იხილეთ ჩვენს რეცეპტების ბლოგში).
  • ჰუმუსი და ბოსტნეულის ჩხირები (გრძლად დაჭრილი სტაფილო, კიტრი).
  • ხაჭო

DIETS.GE

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი